


მიღება სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“ - ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის მოსამზადებლად
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის მოსამზადებლად.
პროგრამა განკუთვნილია ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება.
პროგრამა აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ასოციაციის მიერ (N51404 BCBA 5th Edition).
5 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სერტიფიკატს.
პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისთვის.
სწავლის დაწყების თარიღი: 2023 წლის მაისი
ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი); სწავლის საფასური თითოეულ კურსზე 600 ლარია.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/41ZfI1V
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 389 435
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მაისი.
2023 წელი