ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება პროგრამაზე „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“

ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე:

  • სკოლამდელი ინკლუზიური განათლება
  • პროგრამის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ინკლუზიური განათლების პრინციპები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ეფექტური სტრატეგიები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ლექციები ჩატარდება 1 ნოემბრიდან კვირაში 3-ჯერ, სამუშაო დღეებში, დისტანციურად.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/Cyojy3zbbBNB1c1y6

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 26 ოქტომბერი

სწავლის საფასური კურსზე: 290 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2023

 

ბანერები