მიღება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „განათლების ადმინისტრირება"
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე:
განათლების ადმინისტრირება
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
აპლიკანტს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს ნებისმიერი სამი კომპონენტი
განათლების სკოლა
- განათლების ადმინისტრირება - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 5 შეფასების კრიტერიუმები
რეგისტრაციის ვადები და პროცედურა
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა, ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 17 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით, შემდეგ ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters
რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 17 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.
რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) 2026 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
გ) ფოტოსურათი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, სადაც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ!
რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი სამაგისტრო პროგრამის მიხედვით იხილეთ აქ.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი
ინგლისური ენის გამოცდების განრიგი
- განათლების ადმინისტრირება - 2026 წლის 2 სექტემბერი - ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
ინგლისური ენის გამოცდის პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ინგლისური ენის გამოცდის პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2026 წლის 3 სექტემბერს.
მაგისტრობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოაგზავნონ 2026 წლის 4 სექტემბერს 15 საათის ჩათვლით, ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge
შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდებისა განრიგი
- განათლების ადმინისტრირება - 2026 წლის 5 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
* დამხმარე ლიტერატურა -- კანონი ზოგადი განათლების შესახებ/უმაღლესი განათლების შესახებ
დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, დროის და ადგილმდებარეობის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.
დარგობრივი გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა დარგობრივი გამოცდების პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2026 წლის 7 სექტემბერს.
მაგისტრობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოაგზავნონ 2026 წლის 7 და 8 სექტემბერს 18 საათის ჩათვლით, ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge .
ზეპირი გამოცდების სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს.
განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 10 სექტემბერს.
მაგისტრობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2026 წლის 11 სექტემბერს.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
A. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2026 წლის 14 სექტემბერი,
B. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2026 წლის 15 სექტემბერი,
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად.
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს
032 2 22 00 09 (180)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!
2026 წელი