ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბათუმში Erasmus+ DeSIRe პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები

ახალი ამბები

2026 წლის 21-22 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (BSU) უმასპინძლა Erasmus+ CBHE DeSIRe პროექტის მორიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროექტის რეგიონული ცნობიერების ამაღლების დღე (RAD 2) და მე-6 საკოორდინაციო შეხვედრა (CM 6). ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპელი ექსპერტები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

შეხვედრის მთავარი მიზანი განხორციელებული ღონისძიებების შეჯამება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა იყო. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პირველი და მეორე საპილოტე ეტაპების შედეგები, შეაფასეს შემუშავებული მოდულებისა და მასშტაბური ღია ონლაინკურსების (MOOC) ეფექტურობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა დასაქმების უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან მათ თავსებადობას.

DeSIRe პროექტი განაგრძობს აქტიურ მუშაობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების კუთხით სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

2026

ბანერები