დასრულდა კორეულ-ქართული კვირეული Global Green Challenger 2026
ახალი ამბები
27-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მესამედ უმასპინძლა ყოველწლიურ კვირეულს გლობალური კლიმატური გამოწვევების შესახებ.
Global Green Challenger-ის კვირეულში, რომელიც ეწყობა კორეის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ილიაუნის სტრატეგიულ პარტნიორ ინჰას უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობს კიდევ 4 კორეული უნივერსიტეტი. წელს საქართველოში გამართულ კვირეულში მონაწილეობა მიიღეს ინჰასა და ულსანის უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა.
თბილისსა და სტეფანწმინდაში, ილიაუნის ალპური ეკოლოგიის კვლევით ბაზაზე, გაიმართა ლექციები და სამუშაო შეხვედრები. სტუდენტებმა მოისმინეს მოხსენება კლიმატური ცვლილებების მიზეზებისა და შედეგების შესახებ საქართველოს მაგალითზე. გარდა ამისა, კორეულ-ქართულმა შერეულმა სამუშაო ჯგუფებმა შეიმუშავეს გლობალური კლიმატური გამოწვევების საპასუხო იდეები და პროექტები, რომლებიც კვირეულის დასკვნით დღეს წარადგინეს ჰაკათონზე.
კორეელი და ქართველი პროფესორებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები:
I ადგილი: ჯინ სეოკ ოჰი (ულსანის უნივერსიტეტი) და მართა მაჩიტაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
II ადგილი: ჰიეონუ შინი (ინჰას უნივერსიტეტი) და თინათინ სალუქვაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ილიაუნი ულოცავს მათ ამ წარმატებას.
2006