ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება AWS Certified Cloud Practitioner საბაზისო კურსზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი აცხადებს კონკურსს სტუდენტების მისაღებად AWS Certified Cloud Practitioner საბაზისო კურსზე.

კურსის შესახებ

AWS Certified Cloud Practitioner საბაზისო კურსი ამზადებს პროფესიონალს, რომელიც ფლობს საბაზისო ცოდნას AWS Cloud-ის ოპერაციების შესასრულებლად: სტუდენტები შეისწავლიან AWS Cloud-ის პლატფორმის სხვადასხვა ხელსაწყოებს, AWS სერვისების გამოყენებით ბიზნესის გამოწვევებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. მათ AWS-ის სასწავლო პლატფორმის მეშვეობით ექნებათ წვდომა გლობალური AWS Cloud ინფრასტრუქტურასთან.

AWS Certified Cloud Practitioner საბაზისო კურსზე დაშვებული იქნება 30 სტუდენტი, რომელთაგან 20 შეირჩევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ხოლო 10 ადგილი განკუთვნილია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ილიაუნის სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკაციო კურსს, დაუფინანსდებათ გამოცდა. გამოცდა ჩატარდება ონლაინ და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ AWS Certified Cloud Practitioner-ის საერთაშორისოდ აღიარებულ AWS-ის სერტიფიკატს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტებმა 22 აგვისტო - 25 სექტემბრის შუალედში უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, ატვირთონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. პრიორიტეტი მიენიჭება კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიისა და მონათესავე დარგების ბაკალავრიატის დამწყები კურსების სტუდენტებს.

AWS Certified Cloud Practitioner კურსი დაიწყება 5 ოქტომბერს- სტუდენტები ჩაირიცხებიან AWS-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე და ისარგებლებენ AWS-ის ოფიციალური სასწავლო მასალებით. სტუდენტებს კვირაში ორჯერ კონსულტაცებს გაუწევთ ილიაუნის AWS სერტიფიცირებული პროფესორები.

მენტორები: ერეკლე მაღრაძე, შოთა ცისკარიძე

კურსი ჩატარდება ონლაინ. 

სამუშაო ენა: ინგლისური (ქართული გამოყენებული იქნება მხოლოდ საკონსულტაციო შეხვედრებისას)

რეგისტრაციის ვადა: 22 აგვისტო - 25 სექტემბერი

გაცნობითი შეხვედრა: 5 სექტემბერი

კურსის დაწყება: 5 ოქტომბერი, 2022 წელი

სარეგისტრაციო ფორმაhttps://bit.ly/3A1sP6l, https://bit.ly/3K5w2WQ

2022 წელი

ბანერები