


მეტეოროლოგიის ბლოკის პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის - მეტეოროლოგიის ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის CRDF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „Development of a new MS program: Climate Change and Sustainable Development with the Emphasis on the Southern Caucasus“ („ახალი სამაგისტრო პროგრამის შექმნა - კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება სამხრეთ კავკასიაში”) ფარგლებში შემუშავდა ახალი სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანია მაგისტრანტების სპეციალიზაცია მეტეოროლოგია–კლიმატოლოგიასა და კლიმატის ცვლილებაში. ეს გახლავთ კავკასიაში პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილების მექანიზმისა და მომავალი სცენარების ცოდნაზე, გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებასა და გრძელვადიანი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო საფუძვლად დაედო ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის - მეტეოროლოგიის ბლოკის შექმნას.
სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციას სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ GRDF-ის წარმომადგენლები და ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.