ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

ახალი ამბები

24 ივნისს, 12:00 საათზე, გიწვევთ მესამე ეროვნულ ფესტივალზე „მეცნიერება მთავარ როლში", რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32). მასზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ჟიური მათგან 4 საუკეთესო პროექტს შეარჩევს და მისი ავტორი ქართველი მასწავლებლები 2024 წლის აგვისტოში ტურკუში (ფინეთი) საერთაშორისო ფესტივალშიმიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია, გამომცემლობა „ინტელექტი", სულაკაურის გამომცემლობა, WWF, უნილაბი.

ქსელის შესახებ

Science on Stage, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ქსელი, მიზნად ისახავს გააუმჯობესოს STEM განათლება ევროპაში მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერითა და წახალისებით, ასევე ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ქსელში გაერთიანებულია ევროპის 34 ქვეყანა. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ორ წელიწადში ერთხელ ქსელის წევრ ქვეყნებში ეწყობა ეროვნული ფესტივალი დევიზით „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. ჟიურის მიერ შერჩეული ეროვნული პროექტები კი ქვეყანას საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.

დრო: 24 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები