


მერიის სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის
ახალი ამბები
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს პროგრამას „წარმატებული სტუდენტების წახალისება“, რომლის მიზანია წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის დანიშვნა.
დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N 74-4 დადგენილებას.
დადგენილება იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტად.
თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეიცვალეთ საცხოვრებელი მისამართი გადაამოწმეთ არგუსზე, სტუდენტის პროფილიდან https://argus.iliauni.edu.ge/ka/student/profile (ლინკი მუშაობს, არგუსში ავტორიზაციის შემდეგ), ემთხვევა თუ არა არგუსზე დაფიქსირებული მისამართი ამჟამინდელი რეგისტრაციის მისამართს;
თუ არ ემთხვევა და მისამართები განხვავდება, „თავისუფალი ბლანკით“ დაწერეთ განცხადება არგუსის საშუალებით რეგისტრაციის მისამართის ცვლილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სტიპენდიანტთა სიაში ვერ მოხვდებით. განცხადების დაწერისას აუცილებლად ატვირთეთ პირადობის ასლი.
2023 წელი