
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა
ახალი ამბები
ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს საბუთების მიღებას საგამომცემლო დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის. კონკურსში გამარჯვებული პროექტებისთვის საავტორო უფლებების თანხას 2016 წლის განმავლობაში გადაიხდის ფრანგული ინსტიტუტი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- სრულად შევსებული ფორმულარი
- საავტორო უფლებების მფლობელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი
- გაწონასწორებული ბიუჯეტი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე
- მთარგმნელის CV
გამომცემლებმა ეს საბუთები უნდა გადააგზავნონ დასკანირებული სახით
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2016 წლის 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილს.
ტელ.: 292 33 04
ელფოსტა: tamar.khosruashvili@institutfrancais.ge
კონკურსში მონაწილეობის პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე.