ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თანადგომით, განხორციელდება ლექცია-სემინარები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის. ურთიერთთანამშრომლობისას სტუდენტები გაეცნობიან სასამართლო სისტემას,
მოხდება მათი ინფორმირება მოქმედი კანონმდებლობის და მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხების თაობაზე.
საშუალება მიეცემათ კვირაში ერთხელ მაინც დაესწრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.
ჩატარდება სტუდენტური ოლიმპიადა და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
ჩატარდება სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს წინამდებარე მემორანდუმის მიზნისა და ამოცანების განხორციელებას. 

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლო განახორციელებს
ასევე სემესტრულ ლექცია-სემინარებს თემებზე:

• სასამართლო ხელისუფლება - მოკლე ისტორიული ექსკურსი, სასამართლო ინსტანციები;
• სასამართლო ხელისუფლება- არსებული მდგომარეობა;
• სასამართლო ხელისუფლება - განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები;
• სასამართლოს ხელისუფლების არსი და მიზნები;
• არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, კანონმდებლობის მიდგომა და
თავისებურებები მათ მიმართ;
• საქართველოს კონსტიტუცია;
• სახელმწიფო და სამართალი.

სასამართლო სტუდენტებისთვის მოაწყობს ექსკურსიას სასამართლოს შენობაში, ორგანიზებას გაუწევს სტუდენტების დასწრებას სასამართლო პროცესებზე;
მონაწილეობას მიიღებს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათი შეფასების პროცესში; ორგანიზებას გაუწევს სტუდენტურ სამართლებრივ ოლიმპიადას, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს.მემორანდუმის გაფორმების დასრულების შემდგომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, 
მამუკა ახვლედიანმა ილიაუნის სტუდენტებისთვის  წაიკითხა საჯარო ლექცია.

ბანერები