


მემორანდუმი საკონსტიტუციო სასამართლოსთან
სამშაბათს, 27 აპრილს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში მოეწყობა "საზაფხულო სკოლა", სადაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიზიარონ ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება.
მემორანდუმის მიზანია სამართლებრივი უფლებების და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო საქმიანობა, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მეორე წელია თანამშრომლობენ. ერთობლივი პროექტები გაგრძელდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო კონფერენციები სამართლებრივ საკითხებზე.