


მემორანდუმი საჯარო რეესტრთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოში თანამედროვე გეოდეზიის მიმართულების განვითარებისათვის, თანამედროვე დონის გეოდეზიური დაკვირვებების წარმოებისა და მიღებულ მონაცემთა სამეცნიერო დონეზე ინტერპრეტაციისათვის, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიული დაგეგმარება, ლოკალური დატუმის და პროექციის განსაზღვრა და სხვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივად აწარმოებენ გეოდეზიურ დაკვირვებებს, ისინი ითანამშრომლებენ ტექნიკურად და გაცვლიან გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემის (GNSS) სადგურების ქსელის მონაცემებს დროის რეალურ და ნახევრად რეალურ რეჟიმში, ერთმანეთს გაუზიარებენ არსებულ მატერიალურ/ტექნიკურ, ასევე ინტელექტუალურ რესურსებს.