ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მემორანდუმი ომბუდსმენის აპარატთან

10 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სახალხო დამცველის აპარატთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, ასევე კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის საჯარო ლექციების სერიის ფარგლებში გიორგი ტუღუშმა ასევე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში. ბატონი გიორგი სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას შეეხო მასში განხილულ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:  მდგომარეობა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ჯანმრთელობის უფლების დაცვა პენიტენციურ სისტემაში, მან ასევე ისაუბრა ბავშვთა სახლებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე  და ქართულ რეალობაში არსებულ სხვა ძალზედ მწვავე პრობლემებზე. ლექციის ბოლოს ბატონმა გიორგიმ უპასუხა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა შეკითხვებს.

ბანერები