ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მემორანდუმი კავკასიის ადვოკატთა სკოლასთან

30 აპრილს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის ადვოკატთა სკოლას შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს კვალიფიციური, პროფესიული იურიდიული განათლების  განვითარებას და  განგრძობადი იურიდიული განათლების   ხელშეწყობას.

კავკასიის ადვოკატთა სკოლის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლაში მიმდინარე და სამომავლო სწავლების პროცესში. დაიგეგმება   საჯარო შეხვედრები სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებზე და განხორციელდება მრავალი საინტერესო და სასარგებლო საერთო პროექტი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის ადვოკატთა სკოლის მსმენელებს შეეძლებათ ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსებით.

ბანერები