
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
მემორანდუმი კარდიოლოგიის ცენტრთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სამაგისტრო პროგრამის ”ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი” შემდგომ განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო პრაქტიკული მომზადების უზრუნველყოფას.
მემორანდუმის მიზანია სამაგისტრო პროგრამის ”ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი” მაგისტრების პროფესიული სტაჟირების პროცესში ჩართვა, ასევე ვაკანსიის არსებობის და საჭიროების შემთხვევაში მათი დასაქმება.