ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერგჰოფის ფონდს შორის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერგჰოფის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და ბერგჰოფის ფონდის, წარმოდგენილი კავკასიის პროგრამის დირექტორმა, ოლივერ ვოლესმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ითანამშრომლონ საქართველოში არსებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების თემატიკით დაინტერესებული სტუდენტების ცოდნის, კრიტიკული აზროვნების ასამაღლებლად. შეუქმნან მათ შესაბამისი სასწავლო-სადისკუსიო სივრცე, რომელიც დაეხმარება მათ ისწავლონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები აღნიშნულ საკითხებში.

ბანერები