


მემორანდუმი "ჯი პი აი ჰოლდინგთან"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგს” შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ”სადაზღვევო საქმე” და ”ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი” შემდგომ განვითარებას, ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო პრაქტიკული მომზადების უზრუნველყოფასა და სადაზღვევო ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობის ზრდას.
მემორანდუმის მიზანია სამაგისტრო პროგრამების ”სადაზღვევო საქმე” და ”ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი” მაგისტრების პროფესიული სტაჟირების პროცესში ჩართვა, ასევე ვაკანსიის არსებობის და საჭიროების შემთხვევაში მათი დასაქმება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის მსურველ მაგისტრთა შერჩევას. სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” სტაჟირების გასავლელად კანდიდატთა შერჩევისას გამოიყენებს შერჩევის მეთოდებს და პროცედურებს.
სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” უზრუნველყოფს სტაჟიორებისათვის პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენისათვის სათანადო პირობების შექმნას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტუდენტების შერჩევას. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” სტაჟირების წარმატებით გავლის და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილავს მათი შესაძლო დასაქმების საკითხს.