
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
მემორანდუმი და ოთხწლიანი თანამშრომლობა
12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს. თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს 2011–2015 წლებს, გულისხმობს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის და სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის სწავლების განვითარებას.
კერძოდ, სოციალური სამსახურის პროგრამების სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან სააგენტოში გამოცდილი სოციალური მუშაკების ზედამხედველობის ქვეშ. უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სააგენტოს სოციალური სამუშაოს მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსების განათლებასა და უნარ-ჩვევების ამაღლებას უნივერსიტეტის ბაზაზე.