ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მედიტაციის ენა ფსიქოთერაპიაში

13 და 20 ივნისს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბის“ ორგანიზებით  ორ ეტაპად გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ”მედიტაციის ენა ფსიქოთერაპიაში“.

ლექციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და კომუნიკაციური რესურსების ცენტრის დირექტორი დავით ამირეჯიბი.

დავით ამირეჯიბის განმარტებით, მედიტაცია ნიშნავს მოძრაობას ცენტრისკენ, რაც შენს ფიქრებსა და სიტყვებში ვლინდება. "თავის მხრივ, მედიტაცია ენის მახასიათებელია. იგი დასაბამს ადამის დროიდან იღებს. მაშინ, როდესაც მოხდა ყოფიერების შეტანა ადამის ცნობიერებაში და მის სხეულში."

გამართულ დისკუსიაში  მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტებიც. ბატონმა დავით ამირეჯიბმა დამსწრე საზოგადოებას, მათი უშუალო თანამონაწილეობით, აჩვენა სტატიკური და დინამიკური მედიტაციის მაგალითი.

ბანერები