ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა STEM გაკვეთილებზე – საერთაშორისო კონკურსი მასწავლებლებისთვის

კონკურსები

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელი Science on Stage ევროპააცხადებს საერთაშორისო კონკურსს „მომავლის ლიგა“ თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა STEM გაკვეთილებზე“.

კონკურსზე მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტები, რომელთაც მოსწავლეებთან ერთად კლასში STEM გაკვეთილებზე დანერგავენ. პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთს ან რამდენიმეს უნდა მოიცავდეს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის დაწყებითი, საბაზო ან საშუალო საფეხურის მასწავლებლებს.

მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ პოსტერი ინგლისურ ენაზე და პროექტის მიმდინარეობის მოკლე ვიდეო (აიტვირთება science on stage-ის ვებგვერდზე).

პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოქმედებითობა
  • მოსწავლეთა ჩართულობა
  • თემის ჩართულობა (სკოლა, ქალაქი, რეგიონი)
  • ინოვაციურობა და შედეგების წარდგენა
  • მიდგომის – განათლება მდგრადი განვითარებისთვის – გათვალისწინება

კონკურსის მომდევნო ეტაპი:

საერთაშორისო ჟიური მთელი ევროპის მასშტაბით შეარჩევს 10 გამარჯვებულ პროექტს (3 მოსწავლე, 2 მასწავლებელი თითოეული გამარჯვებული პროექტიდან).

მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტებს წარადგენენ საერთაშორისო ფინალურ ღონისძიებაზე.

კონკურსის ჯილდო:

მასწავლებლებისთვის – Science on Stage-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა 2023 წლის 12 -15 აგვისტოს ფინეთში, ტურკუში.

მოსწავლეებს ელოდებათ სიურპრიზი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/3ISCSPA

ან მოგვმართეთ ელფოსტით: salis@iliauni.edu.ge

2023 

ბანერები