ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მათემატიკური კონკურსი - იმედი ხვალის 2016

ახალი ამბები

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის, „მზიურის“, ორგანიზებით, იწყება მათემატიკურ კონკურსში - “იმედი ხვალის-2016” - მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. კონკურსში მონაწილეობა უფასოა. მისი მიზანია განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში. კონკურსის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეებს. მონაწილეები იყოფა ორ ასაკობრივ ჯგუფად:

  • უფროსი ასაკი – V და VI კლასები
  • უმცროსი ასაკი – III და IV კლასები

ეტაპები
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. ორივე ტურში მონაწილეებს მიეცემათ 5 ამოცანა და დრო 2 საათი. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

თარიღი და ადგილმდებარეობა
პირველი ტური ჩატარდება 5 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32). პირველი ტურის დაწყების ზუსტ დროს შეიტყობთ რეგისტრაციისას. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის დასრულების შემდეგ.

საკონტაქტო ინფორმაცია რეგისტრაციისათავის
მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მე-3 სართული
ტელეფონი: 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56
ელფოსტა: info@mziuri.ge
ვებგვერდი: www.mziuri.ge

დამატებითი ინფორმაცია
ამოცანებისა და მათი ამოხსნის ტიპებისა და შეფასების სისტემის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის - ”იმედი ხვალის” - ვებგვერდებს.

ბანერები