ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მანფრედ ნოვაკი ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წამების საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”წამება 21-ე საუკუნეში”.

შეხვედრას, რომელიც 11 აპრილს გაიმართა, ესწრებოდნენ, როგორც ჩვენი, ასევე  სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.

ვენის უნივერსიტეტის პროფესორი და ლოდვინგ ბოლთსმანის ინსტიტუტის დირექტორი მანფრედ ნოვაკი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია. მისი აკადემიური კარიერა მოიცავს 400-მდე პუბლიკაციას. იგი 1994-1997 წწ. იყო გაეროს ექსპერტი ყოფილ იუგოსლავიაში, 1996-2003 წწ. კი - ადამიანის უფლებების პალატის მოსამართლე ბოსნიაში.

მანფრედ ნოვაკმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც 6 წლის განმავლობაში აწყდებოდა ამ თემაზე მუშაობისას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მსოფლიოს უახლესი სტატისტიკა და აუხსნა, თუ რა განსხვავებაა წამებასა და ცუდად მოპყრობას შორის.

ბოლოს პროფესორმა ნოვაკმა  განიხილა ის გზები და საშუალებები, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან წამება.

ბანერები