ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მაგისტრების გამოსაშვები საღამო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა რიცხვს წელს კიდევ ას ორმოცდათოთხმეტი კურსდამთავრებული შეემატა. მათთვის გამოსაშვები საღამო ყოველ წელს ტრადიციულად ივნისის პირველ შაბათს იმართება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და კურსდამთავრებულებს ბოტანიკურმა ბაღმა 1 ივნისს უმასპინძლა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ სტუდენტებს კურსის წარმატებით დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მოწვეული სტუმრის სტატუსით კურსდამთავრებულებს საგამომცემლო სახლ ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ხელმძღვანელმა,  ბაკურ სულაკაურმა მიმართა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრანტებმა ჩვეული ტრადიციით, ქუდების აყრით დაასრულეს. დამსწრე საზოგადოების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნეს ილიაუნის როკ-ფესტივალის ჯგუფებმა “ARA” და  ”Mins”. სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და პროფესორებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადეს.

ბანერები