
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
მაგისტრანტთა კონფერენცია
23-25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მაგისტრანტთა და დოქტორანტთა მეორე საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციაზე წაკითხული იყო რვა ქვეყნის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ირანი, ლიტვა, სირია, თურქეთი, საქართველო) ცამეტი უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ოცდაშვიდი მოხსენება.
საკონფერენციო მოხსენებები მოიცავდა თეატრის, კინოს, ვიზუალური ხელოვნების, მუსიკის, კულტურის პოლიტიკის, საშემსრულებლო ხელოვნების, კულტურის მენეჯმენტის სფეროებს.
სამი დღის განმავლობაში გაიმართა ცხრა სესია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი ემილ ერშახოვსკი.