ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მაგისტრანტთა ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში

9-16 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კველევების სპეციალობის მაგისტრანტთა ჯგუფი პროფ. პაატა ბუხრაშვილის ხელმძღვანელობით ექსპედიციაში იმყოფებოდა. ექსპედიციის მიზანი იყო სამხრეთ საქართველოს (დმანისი, მესხეთ-ჯავახეთი) ადგილობრივი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა.

ერთი კვირის განმავლობაში მაგისტრანტებმა დაათვალიერეს სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე არქიტექტურული მემკვიდრეობა: დმანისის ნაქალაქარი, ვარძია, თმოგვის ციხე, ხერთვისი, სოფ. დაშბაში ლიპარიტ ერისთავის მიერ (XI-XII ს.ს.) აგებული წმ. გიორგის ეკლესია, კუმურდოს ტაძარი (964წ) და სხვა. შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ურთიერთობების სტრუქტურა. სექტემბრის თვეში დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე ამ ექსპედიციის შედეგები უფრო დაწვრილებით იქნება წარმოდგენილი.

ბანერები