


ლუდის ბაზარი საცალო ქსელის მიხედვით
კვლევა ,,ლუდის ბაზარი საცალო ქსელის მიხედვით – თბილისი’’ მომზადებულია „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“. კვლევაში ჩართულნი იყვნენ Summer Job-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტებიც.
,,ლუდის ბაზარი საცალო ქსელის მიხედვით – თბილისი’’ მოიცავს პოპულის ქსელში არსებული ქართული და უცხოური წარმოების ლუდის ბრენდების რეიტინგს, თუ რომელ ბრენდს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას შესყიდვის პროცესში.
კვლევის მიზანია, გამოავლინოს თბილისში პოპულარული ლუდის ბრენდი, თუ რომელს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას.
კვლევა ჩატარდა 22–27 ივლისის პერიოდში.
კვლევაში ჩართული იყო პოპულის ქსელში არსებული ბრენდები – მთიელი, ნატახტარი, ექსტრა, ეფესი, ქარვა, კასრი (მწარმოებელი ნატახტარი); კასტელი, ზეკარი, ჰერცოგი (მწარმოებელი კასტელი საქართველო), ზედაზენი, ყაზბეგი, ბალტიკა, ჰეინეკენი, ბავარია, უკრაინული და ევროპული ლუდის ბრენდები.
კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით 11 რაიონში, პოპულის სავაჭრო ქსელის 14 სავაჭრო ობიექტში.
სუპერმარკეტ ,,პოპულის’’ ქსელში, თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირებულ იქნა 65–75 ადამიანის არჩევანი - თუ რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი.
კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას, დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა 976 ადამიანის არჩევანი. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია ნატახტრის მიერ წარმოებულ ბრენდებს უპირატესობას მოხმარებელთა 42.9% ანიჭებს; ევროპული ლუდის ბრენდებს – 22,2% (მათ შორის ყველაზე პოპულარულია ჰეინეკენი, ბავარია); ზედაზენს – 20,8%; ბალტიკა – 6.9%; კასტელი საქართველოს ბრენდებს – 3,4%; უკრაინული ლუდის ბრენდებს – 2,2%; ყაზბეგს – 1,6%; (გრაფიკი 1);
რაც შეეხება ცალკეულ სახეობებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ზედაზენი – 20,8%; 2. მთიელი – 15,2%; 3. ნატახტარი – 14,4%; 4. ბალტიკა – 6,9%; 5. ჰეინეკენი – 4,8%; 6. ეფესი – 4,6%; 7. ქარვა – 3,8%; 8. ბავარია – 3,3%; 9. ექსტრა – 3%; 10. კასტელი – 2,5%; 11. კასრის – 1.9%; 12. ყაზბეგი – 1.6%; 13. ზეკარი – 0,9%;
კვლევის თანახმად, ლუდს უპირატესად მამაკაცები ყიდულობენ, 976 არჩევანიდან 75%–ის შემთხვევაში ლუდი მამაკაცებმა შეიძინეს, 15%–ის შემთხვევაში ქალბატონებმა. ქალბატონების სიმპათიით ყველაზე მეტად ,,ჰეინეკენი’’ სარგებლობს.