ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლიტვის დღეები საქართველოში

18-23 ოქტომბერს საქართველოში ლიტვის დღეები აღინიშნებოდა.

კულტურული პროგრამის ფარგლებში 22 ოქტომბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევალდას იგნატავიჩიუსი და ესტონეთის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტირის მოადგილემ წაიკითხა მოხსენება თემაზე:”სარმანტიიდან აღმოსავლურ პარტნიორობამდე - ევროპული იდენტობის ძიებაში”. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიგი თევზაძე და პროფესორები გია ნოდია და დავით დარჩიაშვილი. საუბარი შეეხებოდა ლიტვა-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

ბანერები