ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ლიტერატურული ექსპრესის” პრეზენტაცია ლიგამუსში

ხუთშაბათს, 29 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსის” კაფეში ლაშა ბუღაძის ახალი რომანის -”ლიტერატურული ექსპრესის” პრეზენტაცია გაიმართა. ავტორმა თავად წაიკითხა ნაწყვეტები წიგნიდან და უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

”ლიტერატურული ექსპრესი” ერთგვარი მოგზაურობაა. წიგნი მას შემდეგ დაიწერა, რაც ლაშა ბუღაძემ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ასამდე მწერალთან ერთად იმოგზაურა. ახალი რომანი ერთდოულად მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს ომისგან განცდილ შოკზე მწერლის ცნობიერებაში, მის ლიტერატურულ ფიქრებზე და უცნაურ რომანზე გათხოვილ ქალთან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ბასა ჯანიკაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, გიგი თევზაძე, დავით პაიჭაძე და სხვები. თითოეულმა მათგანმა საკუთარი აზრი გამოთქვა ახალ წიგნზე. ლიტერატურის კრიტიკოსები ლაშა ბუღაძის ”ლიტერატურულ ექსპრესს” წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ბანერები