ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი: ფენომენის კონცეპტუალიზაცია“

ახალი ამბები

2014 წლის 13 მაისს, ნამიურის უნივერსიტეტში (ბელგია) გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი: ფენომენის კონცეპტუალიზაცია“.კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ათინათ მამაცაშვილი და ნამიურის უნივერსიტეტის პროფესორი ანკე ბოსი. კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად მოწვეული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ნინო ფირცხალავა, ზაალ ანდრონიკაშვილი და გიორგი მაისურაძე; აგრეთვე - ლუკ რასონი (ანტვერპენის უნივერსიტეტი), ჟიზელ საპირო (სორბონის უნივერსიტეტი), კრისტიან პოეტინი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი) და სხვები.

კონფერენციის თემატიკა ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

- ტოტალიტარიზმის კონცეპტის სხვადასხვა გააზრება;
- ნაცისტური, ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების საერთო და განსხვავებული მახასიათებლები;
- ტოტალიტარიზმის კონცეპტუალიზაცია ლიტერატურულ ტექსტებში.

აღნიშნული ღონისძიება ერთგვარი გაგრძელებაა ნამიურის უნივერსიტეტში 2013 წელს გამართული კონფერენციისა - „ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი: მხატვრული ტექსტი, როგორც მოწმობა“, სადაც უფრო მეტად აქცენტი გადატანილი იყო კონკრეტული ლიტერატურული მაგალითების კვლევაზე. 2013 წლის კონფერენციაზე მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ბელა წიფურია და მზაღო დოხტურიშვილი.

კონფერენციის მასალები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, გამოქვეყნდება ნამიურის უნივერსიტეტის მიერ.

იხ.მიბმული ფაილი>>>

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები