ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლიდერობამდე ერთი ნაბიჯი

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის სპორტულ ბაზებზე გრძელდება ”უნივერსიადა 2011”-ის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები. ამჯერად ასპარეზობა დაამთავრეს სამბისტებმა. საპრიზო ადგილებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფალავნებიც იბრძოდნენ.

100 კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ილიაუნელი ირაკლი ქობლიანიძე, რომელმაც ფინალში გორელი დავით კარბელაშვილი დაამარცხა. ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა ბესიკ შვანგირაძეს. მან გადამწყვეტი პაექრობა გორელ შმაგი კაპანაძესთან დათმო და ”ვერცხლს” დასჯერდა. მძიმე წონაში მესამე იყო ბექა მიგრიაული.

თოთხმეტი სახეობის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში 10-10 ოქროს მედლით პირველ-მეორე ადგილებს საქართველოს ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები იყოფენ. 9 ოქროთი მესამე ადგილზეა აგრარული უნივერსიტეტი.

ბანერები