ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლატვიის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის გამოცხადდა კონკურსი 2020/21 აკადემიური წლისათვის

ახალი ამბები

ლატვიის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის გამოცხადდა კონკურსი 2020/21 აკადემიური წლისათვის.

პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია სასწავლო, კვლევით და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიზნით. 

სასწავლო მიზნით სტიპენდიის გამოყენება სტუდენტებს შეუძლიათ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე; სტიპენდიის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 აკადემიური წელია (10 თვე). 

პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელია,ბაკალავრიატის საფეხურის კანდიდატს დასრულებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი აკადემიური წელი.

ამასთან სტუდენტმა უნდა მოიპოვოს წინასწარი თანხმობის წერილი ლატვიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

დამატებითი ინფორმაცია სასწავლო სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე.

კვლევითი მიზნით სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის; აღნიშნული პროგრამის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 თვეა; კვლევითი სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიზნით დაფინანსებისათვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე აკადემიურ პერსონალს. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ლატვიის სამთავრობო სტიპენდიებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი აპრილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ბანერები