


ლატვიის სამარიტელთა კავშირის ტრენინგი
23 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა "პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის" ტრენინგების სერია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს სამარიტელთა კავშირისა და მათი ლატვიელი კოლეგების მიერ.
ტრენინგები გაგრძელდება 28 აგვისტომდე. გადამზადებული თანამშრომლები მიიღებენ პირველადი დახმარების ტრენერის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც საშუალებას მისცემთ მომავალში თავად მოამზადონ ამ დარგის სპეციალისტები. მომავალი სამიზნე ჯგუფები მოიცავს როგორც საველე-სასწავლო პრაქტიკებში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ასევე ტურიზმში აქტიურად ჩართულ პიროვნებებს (სასტუმროსა და გესტჰაუსების პერსონალი, სამთო გამყოლები, დაივერები, ეროვნული პარკების რეინჯერები) და მოზარდებთან მომუშავე პერსონალს (ბაგა-ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები).
ლატვიელმა სპეციალისტებმა საქართველოში საჩუქრად ჩამოიტანეს სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, რომლებიც საშუალებას მისცემს მომავალ ტრენერებს, თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მოახდინონ დაინტერესებული ჯგუფების გადამზადება.