


კრიზისში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა დახმარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "კრიზისში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა დახმარება” გაიმართა. კონფერენცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით. მხარდამჭერები იყვნენ: ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია.
უკანასკნელი წლების მონაცემები მეტყველებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, სხვადასხვა ქცევითი თუ ემოციური პრობლემების მქონე ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობის ზრდაზე. მსოფლიოში ძალადობისა და აგრესიის პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება და საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.
კონფერენციაზე საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გამოყენებითი ქცევის ანალიზის (ABA) მეთოდი აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში, სასკოლო შიში, როგორც ფსიქოლოგიური კრიზისის ხარისხობრივი ინდიკატორი მოზარდებში, ძალადობის გავლენა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მითოდრამის მეთოდი, მისი ეფექტურობა აგრესიულ ბავშვებთან და სხვა.