ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონსულტაცია-თერაპია ენის ბორძიკთან დაკავშირებით

ახალი ამბები

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს ენის ბორძიკი – იმეორებს მარცვლებს, სიტყვებს, ახანგრძლივებს-აგრძელებს ბგერებს სიტყვებში და/ან აქვს პაუზები მეტყველებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ენის ბორძიკის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია-თერაპიას.

ენისა და მეტყველების თერაპევტები და სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით

  • შეაფასებენ ენის ბორძიკს (2-3 შეხვედრა);
  • ბავშვის შემთხვევაში მშობლებს გაუწევენ კონსულტაციას ენის ბორძიკთან დაკავშირებით (2–3 შეხვედრა წერილობითი რეკომენდაციების ჩათვლით);
  • მოზარდისა და ზრდასრულის შემთხვევაში კონსულტაცია ენის ბორძიკის მართვასთან დაკავშირებით (2-3 შეხვედრა წერილობითი რეკომენდაციების ჩათვლით).

კლინიკური პრაქტიკის დროს უსასყიდლოდ მიიღებთ მაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.

ადგილები შეზღუდულია – ნოემბერ-იანვარში შესაძლებელია მხოლოდ 8 ადამიანის მიღება.

გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ.

ტელ.: 593 515000 ან მოგვწეროთ: nino.kemoklidze.1@iliauni.edu.ge

2023

 

ბანერები