


კონკურსის „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები
14 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში” მედიის განვითარების ფონდის (MDF) ორგანიზებითა და ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით, The Critical Mass LLC-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა 2022 წლის კონკურსის„ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსი ორგანიზებულია პროექტის „მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში" ფარგლებში. პროექტის მიზანი სკოლებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობითა და მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარებით საზოგადოების მედეგობის გაძლიერებაა.
კონკურსზე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა საჯარო და კერძო სკოლების გუნდებმა წარადგინეს ორიგინალური საპროექტო იდეები, რომელთა მიზანი მედია და ინფორმაციული წიგნიერების საკითხის პოპულარიზაციაა.
80-მდე განაცხადიდან პროექტის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, 10 ფინალისტი გამოავლინა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გუნდებმა იდეები წარმოადგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები და 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის სტატუსი მოიპოვეს შემდეგი სკოლების გუნდებმა:
პირველი ადგილი
ევროპული სკოლა (თბილისი), გუნდი SmartOwl2023
ევროპული სკოლა (თბილისი), გუნდი „სიმართლის მაძიებლები“
მეორე ადგილი
ციხისძირის საჯარო სკოლა (ქობულეთი), გუნდი „ოპიზა"
მესამე ადგილი
სკოლა ,,აკადემოსი" (თბილისი), გუნდი ,,აკადემოსი"
გამარჯვებული გუნდები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლის „ლიგამუსი“ ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
2022 წელი
გალერეა