


კონკურსის ”ჩვენ ვქმნით ბიზნეს ქეისებს” დაჯილდოება
კონკურსი ”ჩვენ ვქმნით ბიზნეს ქეისებს” მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით. 23 ოქტომბერს კი ამ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მესამე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტები - ანა გზირიშვილი, თეო ახალაია და ქეთი ბურჯანაძე.
მეორე ადგილი დაიკავა მესამე კურსის სტუდენტმა ნინო მეხაშიშვილმა. პირველი ადგილზე ჟიურის გადაწყვეტილებით გავიდა ორი მონაწილე, ესენი არიან: მაგისტრანტები მარიამ სულაშვილი და სტუდენტთა ჯგუფი თაბუკა ციმინტიას ხელმძღვანელობით.
პრიზები კონკურსის მონაწილეთათვის შემდეგნაირად იყო განაწილებული:
მესამე ადგილი -500 ლარი. მეორე ადგილი -1000 ლარი. პირველი ადგილისთვის განკუთვნილი იყო ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით და რადგან ორი მონაწილე დასახელდა პირველ ადგილზე, შესაბამისად თანხაც თანაბრად გადაუნაწილდათ 1000- 1000 ლარის ოდენობით.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას; ამასთანავე მონაწილეებს ეხმარება ბიზნეს ქეისების ევროპული სტილის დანერგვასა და შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობაში.