


კონკურსი ”აკადემიური წერა”
2012 წლის 23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში \\\"ლიგამუსი\\\" ჩატარდა სწავლების საბაკალავრო პროგრამების საფეხურზე ზოგადი მოდულის სასწავლო კურსის ”აკადემიური წერა” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას იღებდა პირველი სასწავლო წლის სტუდენტები.
ჟიურის მიერ დასახელდა შემდეგ ნომინაცებში გამარჯვებული სტუდენტები:
- საუკეთესო არგუმენტირებული ესე ანა გარუჩავა
- საუკეთესო კრიტიკული ესე ნათია ცუცხაშვილი
- საუკეთესო თავისუფალი თემა ელენე მიდელაშვილი
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის სახელით გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
კონკურსი ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მოდულის პროგრამის ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორის მაკა ლაშხიას, სალექციო კურსის ”აკადემიური წერა” პედაგოგებისა და პირველი სასწავლო წლის სტუდენტთა კოორდინატორის მაკა პატარიძის მიერ.
კონკურსის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \\\"ლიგამუსი\\\".