


კონფერენცია"იდენტობის ტრანსფორმირება"
დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერტურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ბელა წიფურიამ გახსნა.
კონფერენციის სათაურია ”იდენტობათა ტრანსფორმირება: კულტურული იდენტობები და თანამედროვე ევროპა”. სესიებზე განხილული იქნება თემები: იდენტობები და მათი ტრანსფორმირება; კულტურული იდენტობა და პოლიტიკა; ლიტერატურის/კულტურის როლი იდენტობის ფორმირებაში; თანამედროვე ევროპა და ევროპული იდენტობა; თანამედროვეობა და იდენტობა აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის და პროგრამა ”ტემპუსის” მიერ დაფინანსებული პროექტის ”სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში” ორგანიზებით, მასში ქართველ პროფესორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ პროფესორები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან.
ღონისძიება სამ დღეს გასტანს და 26 ივნისს დასრულდება.