ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონფერენცია “უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული

2დღეს  დასრულდა ჯეიმსთაუნის ფონდის (Jamestown Foundation) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია "უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის".

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩრდილო კავკასიის დიასპორების აქტივისტებმა, ასევე ცნობილმა მეცნიერებმა, მათ შორის ნორმან სთოუნმა, მოშე გამერმა, მარია შენინგერმა და სხვებმა.

ეს კონფერენცია ჩრდილო კავკასიელი ხალხების წარმომადგენლებისათვის მათთვის მნიშნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და თანამედროვე პრობლემების განხილვის უნიკალური შესაძლებლობა იყო.

4კონფერენციის შედეგად ჩეჩნურმა და ჩერქეზულმა დელეგაციებმა მიიღეს რეზოლუციები:  ისინი მიმართავენ საქართველოს პარლამენტსა და მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებს, რუსეთის სახელმწიფოს მიერ ბოლო საუკუნეების განმავლობაში ჩრდილო კავკასიის ხალხების მიმართ ჩადენილი ქმედებები აღიარონ როგორც გენოციდი.  ჩერქეზთა რეზოლუციაში ასევე შედის მოთხოვნა ქალაქი სოჭი აღიარებულ იქნას ჩერქეზთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ადგილად და სიმბოლოდ, რათა შეუძლებელი გახდეს აქ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება.

ბანერები