ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონფერენცია „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის"

ახალი ამბები

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში აშშ-ის საელჩოებმა თბილისსა და ბაქოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს კონფერენცია სახელწოდებით: „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის".

კონფერენციას, რომელიც აშშ-ის საზღვარგარეთ სწავლის ჩართულობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო განათლების ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, უმასპინძლეს აშშ-ის კულტურის ატაშემ საქართველოში კრისტოფერ ანდერსონმა, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ აზერბაიჯანში რიჩარდ პინკამა.

კონფერენცია გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

ღონისძიებას უძღვებოდა მისი შემქმნელი დეივიდ უიკი, კალიფორნიის შტატის მონტერეის მიდლბურის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის პროფესორი. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ სწავლის ახალ პრაქტიკაზე, მათ შორის ჰიბრიდულ პროგრამებზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და რეგიონის უნივერსიტეტების უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობებზე.

კონფერენციის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსში.

2022 წელი

 

ბანერები