


კონფერენცია ”ქრისტიანული კაბადოკია და კავკასია”
2-4 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული კაბადოკია და კავკასია“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები სხვადასხვა ქვეყნებიდან: იოსებ პავლინჩუკი (საფრანგეათი, სორბონა), სტივენ გრეი (ინგლისი), ინოკენტი გარგანო (იტალია, რომი), ჩეჩილია ფლუერას (რუმინეთი), ანდრეას მიულერი (გერმანია), ავგუსტინ სოკოლოვსკი (შვეიცარია, ფრიბურგი), ირინა სმირნოვა (მოსკოვი). მომხსენებლებმა განიხილეს კაბადოკიური ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის გავლენა კავკასიასა და მთლიანად ქრისტიანულ სამყაროში.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები ხელნაწერთა ინსტიტუტიდან.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: ”კაპადოკიელი მამების წვლილი თეოლოგიასა და ლიტურგიულ ტრადიციაში”, ”კაპადოკიელი მამები ბიბლიის შესახებ”, ”კაპადოკიური თეოლოგიური ფერმენევტიკა და ევროპის მოტაცება” და სხვა.
კონფერენციის პარტნიორები იყვნენ: რომაული კათოლიკური ეკლესია საქართველოში, ევანგელიურ-ბაპტისტური ეკლესია საქართველოში და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში.