


კონფერენცია ”იდენტობის ტრანსფორმირება” დასრულდა
შედარებითი ლიტერატურის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24-26 ივნისს ჩატარდა. კონფერენციის თემა გახლდათ ”იდენტობათა ტრანსფორმირება: კულტურული იდენტობები და თანამედროვე ევროპა”, რომელიც შემდეგ რამდენიმე ძირითად თემად გაიშალა და სამი დღის განმავლობაში შესაბამისად გადანაწილდა.
კონფერენციის თემატურ სესიებზე განხილულ იქნა თემები: იდენტობები და მათი ტრანსფორმირება; კულტურული იდენტობა და მათი პოლიტიკა; ლიტერატურის/კულტურის როლი იდენტობის ფორმირებაში; თანამედროვე ევროპა და ევროპული იდენტობა; თანამედროვეობა და იდენტობა აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და პროგრამა ”ტემპუსის” მიერ დაფინანსებული პროექტის ”სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში” ორგანიზებით ჩატარდა.
მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე მოწვეულმა პროფესორებმა საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან.