


კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“
ღონისძიებები
24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“-სა და „საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის" ორგანიზებით გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მეთოდის ავტორი, ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობს ბერნის (შვეიცარია) ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და ამ ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფური ფსიქოთერაპიის განყოფილებასთან. ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“ ფარგლებში (ლელა ქსოვრელაშვილი-შმიდისა და დავიდ შმიდის ინიციატივით) ჩატარებული აქვს ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან საქართველოში.
მუშაობა ძირითადად მიმდინარეობს პროფესორ ალლან გუგენბიულის მეთოდზე „მითოდრამა“ დაყრდნობით, რომელიც ფსიქოთერაპიაში კლასიკოსი ავტორების (იუნგი, მორენო) ხედვების გაერთიანების ორიგინალურ ვერსიას წარმოადგენს.
მეთოდი დანერგილია ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში, მისი ეფექტიანობა დასტურდება მეთოდზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „ნერგის“ ფარგლებში მომზადებული ფსიქოთერაპევტების პრაქტიკის ამსახველი მოხსენებები.
დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/esySY6F6XhceBewP7
დრო: 24 აპრილი, 13:00 საათი (კონფერენციის დაწყების დრო)
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).
2025