


ჰაკათონი „განსაზღვრე შესაძლებლობები − Redefine Possible“
ახალი ამბები
10-11 აპრილს Google Women Techmakers Georgia-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჰაკათონი „განსაზღვრე შესაძლებლობები − Redefine Possible“ გაიმართა.
ორდღიანი ღონისძიება მოიცავდა საგანმანათლებლო მენტორინგისა და მოხსენებების სესიებს. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან შემდგარმა გუნდებმა მრავალფეროვან გამოწვევებზე იმუშავეს.
ჰაკათონზე დარეგისტრირდა 150-ზე მეტი კონკურსანტი, რომელთაგან ჟიურიმ დასკვნითი ეტაპისთვის 60 შეარჩია. ჰაკათონის ფარგლებში ორგანიზატორებმა მონაწილეებს შესთავაზეს შემდეგი მიმართულებები:
- ციფრული ჩართულობა და განათლების ხელმისაწვდომობა
- ციფრული უსაფრთხოება და კიბერეთიკა
- ინოვაციები პროფესიული განვითარებისთვის
- სთორითელინგი და ინტერაქციული მედია
ჰაკათონის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული და რჩეული გუნდები.
გამარჯვებული გუნდები
3 საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებისგან არის დაკომპლექტებული.
ჰაკათონის ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა Blorp, რომელიც დასაჩუქრდა 2000 ლარით.
გუნდის წევრები:
- ნიკოლოზ ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტი, გეიმდეველოპერი;
- ანანო თოფურია, Front-End დეველოპერი;
- ეთო ახალმოსულიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის სტუდენტი;
მეორე ადგილის მფლობელი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი MaKidSafe, რომელიც დასაჩუქრდა 1000 ლარით.
გუნდის წევრები:
- მარიამ ჩიჩუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი; კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ამბასადორი;
- ნინი ჯახაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი;
- მარიამ რუსიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი,კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ამბასადორი;
მესამე ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა Doublecheck, რომელიც დასაჩუქრდა 500 ლარით.
გუნდის წევრები:
- მარიამ მოლოდინაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი; კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ამბასადორი;
- სალომე კაჭკაჭაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი; კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ამბასადორი;
- ლევან მუხაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი.
რჩეული გუნდები
ჰაკათონზე დამატებით გამოვლინდა რჩეული გუნდები. პროექტის პარტნიორმა კომპანიამ Start-Business Solutions დააწესა პრიზი. კომპანიის რჩეული გუნდი გახდა Sweetroots, რომელსაც დაეხმარებიან ბიზნესმოდელის შექმნაში, pitch Deck-ისა და საინვესტიციო თიზერის მომზადებაში.
საერთო სამუშაო სივრცეების ქსელმა ტერმინალმა დააწესა ერთთვიანი ვაუჩერები ორი რჩეული გუნდის ყველა წევრისთვის.
ვრცლად გამარჯვებული და რჩეული გუნდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://bit.ly/4lwH7Ta
ჰაკათონის ჟიურის წევრები:
- ნინუცა ნანიტაშვილი, Google-ის პროგრამების მენეჯერი;
- დავით ციცქიშვილი, სერიული მეწარმე, ანგელოზი ინვესტორი, ბიზნესმენტორი, ციცქო ჰოლდინგის დამფუძნებელი და დირექტორი;
- მერაბ ტატო კუტალია, Android GDE, Engineering Manager @TNET;
- ლარისა პატარაია, კომპანიის Start-Business Solutions მმართველი პარტნიორი / UN Global Compact Network-ის ბორდის წევრი & Bitcoin Association-ის თანადამფუძნებელი;
- თაკო გამყრელიძე, ანტრეპრენერი, Roommate-ის თანადამფუძნებელი;
- რობო ნადირაძე, UNDP-ის პროექტ ანალიტიკოსი
ფინალურ ღონისძიებაზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გაიმართა პანელური დისკუსია „ციფრული თანასწორობის გზაზე: დიალოგი ცვლილებებისთვის“.
პანელური შეხვედრის სტუმრები:
- თეონა დალაქიშვილი, პროექტების მენეჯერი / ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;
- ელენე გაბელაია, პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია;
- მარიამ რუსიშვილი, IFC-ის ციფრული ფინანსური სერვისების პროექტების მმართველი საქართველოში;
- ქეთევან ხუნწარია, აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრი, ანგელოზი ინვესტორი, მეწარმე, მოწვეული ლექტორი.
პანელს მოდერაცია გაუწია ნატო ჩაკვეტაძემ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს EU4Innovation East-ის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში სტარტაპების რაოდენობისა და გავლენის გაზრდას.
ჰაკათონის მენტორებისა და მომხსენებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/4cwrmrz
ჰაკათონის მთავარი მხარდამჭერი იყო UNFPA Georgia, რომელიც ხელს უწყობს ისეთი ინოვაციური იდეების განვითარებას, რომლებიც ქალებისთვის, გოგოებისთვის და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, ეთიკური და ინკლუზიური ციფრული სივრცის შექმნას და უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.
ჰაკათონის ვერცხლის სპონსორები:
- UN Women Georgia
- Terminal • ტერმინალი
2025