


კონკურსი მოსწავლეებისთვის მომავალი ასტრონომის პრემიის მოსაპოვებლად
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის აცხადებს შესარჩევ კონკურსს ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში როლან კილაძის სახელობის მომავალი ასტრონომის პრემიის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია ასტრონომიის პოპულარიზაცია და ამ სფეროსადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება.
ასტრონომი როლან კილაძე ძირითადად სწავლობდა მზის სისტემის სხეულების მოძრაობასა და წარმოშობის საკითხებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებს.
მონაწილეებმა საკონკურსო კომისიას უნდა გაუგზავნონ საკუთარი ნაშრომები და პრეზენტაციები, რომელთაც კომისია შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: თემის ორიგინალობა, აქტუალობა, მკაფიო ფორმულირება და შემოქმედებითი მიდგომა.
კომისია შეარჩევს სამ გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით:
I ადგილი − 800 ლარი
II ადგილი − 600 ლარი
III ადგილი − 400 ლარი
კონკურსანტებმა ნაშრომები არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივნისისა უნდა გამოგზავნონ PDF ფორმატში (A4, შრიფტი Sylfaen, ზომა 12, მაქს. 5 გვერდი) ელექტრონულ მისამართზე sciences_medicine@iliauni.edu.ge
კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა სიგელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილს ელექტრონულ მისამართზე: temury.zaqarashvili@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეებს უსურვებს წარმატებას!
2025