ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა სხვა დარგების სპეციალისტებთან"

ახალი ამბები

6 მარტს, ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს, ყოველწლიურად აღნიშნავს ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპის ასოციაცია EUROPEAN SPEECH AND LANGUAGE THERAPY ASSOCIATION (ESLA). ამ დღის მიზანია საზოგადოებისა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის როლის შესახებ.

6 მარტს სწორედ ენისა და მეტყველების თერაპიის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“  გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია სემთა - GSLTA -ის ორგანიზებით.

კონფერენციაზე მოხსენებები  წაიკითხეს ენისა და მეტყველების თერაპევტებმა, ფსიქოლოგებმა, ადრეული განვითარების სპეციალისტებმა, ოკუპაციურმა თერაპევტმა,  სენსორული ინტეგრაციის თერაპევტმა, ქცევითი თერაპიის სპეციალისტმა, მშობელმა.

მომხსენებლებმა დამსწრეთ გააცნეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისა და ერთობლივად მუშაობის შედეგები კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სხვადასხვა დარღვევის დროს.

პანელურ დისკუსიაზე იმსჯელეს ენისა და მეტყველების თერაპევტების სხვა დარგების სპეციალისტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

2024

 

ბანერები