ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კომპანია „ბილაინის“ პრიზი მეიქათონის - „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“ - გამარჯვებული გუნდისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მექიათონის - „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“ - გამარჯვებული გუნდისთვის კომპანია „ბილაინი“ აწესებს პრიზს. 

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი 2017 წლის თებერვალში გაემგზავრება ბარსელონაში მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე. აღნიშნული ღონისძიება „ბილაინის“ მობილური აპლიკაციების კონკურსის - Eurasian Mobile Challenge - საბოლოო ეტაპია. 

კომპანია „ბილაინი“ სრულად დაფარავს გამარჯვებული გუნდის წევრების ცხოვრების, მგზავრობისა და კონგრესში მონაწილეობის ხარჯებს.

ბანერები