ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური პრობლემები

21 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური პრობლემები“. კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა დარგის მეცნიერების სერიოზულ ყურადღებას იქცევს. ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოშიც მიმდინარეობს აქტიური სამეცნიერო მუშაობა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე საქართველოს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. მათ 14 მოხსენება  წაიკითხეს კონფერენციის თემასთან დაკავშირებით.

კონფერენციის მიზანი იყო „კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიური პრობლემების“ საკითხების აქტუალიზაცია.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში. >>

ბანერები