


კინოს დაბადების დღე „ლიგამუსში“
2012 წლის 28 დეკემბერს, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“, მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღე აღინიშნა. ერთდღიანი ფესტივალის ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედიაკომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრი.
ცენტრმა მაყურებელს შესთავაზა: ძმები ლუმიერების პირველი ფილმები, ჟორჟ მელიესის “მოგზაურობა მთვარეზე“, „ადამიანი ორკესტრი“, „ადამიანი რეზინის თავით“, მაქს ლინდერის „უიღბლობის შვიდი წელი“.
ფილმების ჩვენებამდე, კინოს დაბადებისა და მისი პირველი წარმომადგენლების შესახებ ლექცია წაიკითხა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, კინომცოდნემ, პროფესორმა ნინო მხეიძემ.
კინო და მედიაკომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით, სასიხარულოა, რომ საფუძველი ჩაეყარა ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება და კიდევ უფრო მეტ მაყურებელს დააინტერესებს.